|
2015-05-04 14:27:45, 3215 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ლეჟავა: სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც
„ენერგოსისტემის ტარიფების სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ ლეჟავამ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ლეჟავას შეფასებით, სუბსიდირება უსამართლო სისტემაა. „ზოგადად სუბსიდია ენერგოსისტემას ანგრევს. სახელმწიფო სუბსიდიით, პირველ რიგში, ის სარგებლობს, ვინც მეტს მოიხმარს. შესაბამისად, ეს უსამართლო სისტემაა იმიტომ, რომ მეტს მოიხმარს ის, ვისაც მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა აქვს. გამოდის, რომ ღარიბები უფრო მდიდრებს აფინანსებენ. ეს ზრდის ენერგორესურსების მოხმარებასაც, რადგან „იაფი“ ენერგორესურსი თუ მისი არარაციონალური მოხმარება ხდება, არასწორი სიგნალია ბაზრისათვის. ასევე, სუბსიდირება კომპანიებს ინვესტირების სურვილს უსპობს, რადგან ისინი არამხოლოდ აბონენტზე, არამედ სახელმწიფოზეც არიან დამოკიდებული. სახელმწიფოზე დამოკიდებულება კი არაპროგნოზირებას ხდის მათ საქმიანობას და ინვესტიციებში ხელი ეშლებათ“, - განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ. რაც შეეხება კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირებას, ლეჟავას შეფასებით, ეს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამართლებრივად არასწორია, რადგან კონკრეტული პირის მიხედვით სუბსიდირება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სექტემბრიდან ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხს, ლეჟავას განცხადებით, ტარიფი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. „ვფიქრობ, ის მიზეზი, რის გამოც „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის გადახედვის თხოვნით მიმართა, ობიექტურია. აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის სწორი ფასი დადგინდეს. ხოლო ვისთვისაც ეს ტარიფი განსაკუთრებით მძიმე იქნება, ანუ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის, სწორედ სუბსიდიის რესურსებიდან უნდა გამოიყოს მათთვის ვაუჩერის გასაცემად თანხები. ენერგოსისტემის ტარიფების სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც. ტარიფი თუ გაიზრდება და დახმარება ექნებათ მხოლოდ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მაშინ შესაძლოა ბიუჯეტიც გადარჩეს და ენერგოსისტემაც“, - აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა. შეგახსენებთ, პირველი მაისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციული აბონენტებისთვის არ გაძვირებულა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას კვლავ აგრძელებს. ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ ასევე არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სექტემბრიდან მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ელექტროენერგია გაძვირდება, მთავრობამ ამ ტარიფის სუბსიდირებაც მოახდინოს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)