|
2017-10-31 14:22:59, 1560 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდა
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროექტების განხორციელება იგეგმება. „სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. შესაბამისად, რეფორმები, კონკრეტული პროექტების განხორციელება განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, თანამშროლობასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დარგის ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და გადაწყვეტილებების დროული მიღება სისტემის უზრუნველყოფის წინაპირობაა. „ვგეგმავთ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას, რათა სამუშაო პროცესი არ შენელდეს. არსებობს ანგარიში, რომელშიც კონკრეტული ხედვებია ასახული და რომელსაც მომავალში დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა. შეხვედრას, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გაიმართა, მერობის გამარჯვებული კანდიდატის გუნდის წევრები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს არჩეული წევრები ბექა დავითულიანი და შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)