22:13 - 28 May, 2026
|
2017-10-31 12:18:24, 1754 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო თესვის სამუშაოებს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2,200 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დათესილია თავთავიანი კულტურა (ხორბალი, ქერი). უწყების ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება შირაქის ველზეც, სადაც 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორბალი დაითესა. საშემოდგომო თესვის სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 95 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში. შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)