|
2017-10-30 21:12:38, 2430 ნახვა
სამართალი
მოქალაქის მტკიცებით, „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი იარაღით ემუქრებოდა–კომპანიის მფლობელი დაკავებულია
კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ სათაო ოფისში სამართალდამცველები იარაღს ეძებენ. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები კომპანიაში, ასევე კომპანიის მფლობელის გიორგი სოზაშვილის საცხოვრებელ სახლში დღეს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შევიდნენ. კერძოდ, "კურიერის" ინფორმაციით, დღეს დილით 10–ზე მეტი მოქალაქე "სალვუსის" ოფისში მივიდა, რათა გაერკვია, რატომ შეჩერდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, მოქალაქის მტკიცებით, „სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებელი მას იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა. აღნიშნული მოქალაქე პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმაა. კომპანიის მფლობელი გიორგი სოზაშვილი პოლიციელებმა დააკავეს. თავად კომპანიაში კი აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების თანახმად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კორპუსს მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს და კომპანიას ვადები არ დაურღვევია. ამ დროისთვის კომპანიის ოფისში სამართალდამცველები არიან მობილიზებული და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)