22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 18:03:04, 1858 ნახვა

საზოგადოება
ფერმერებს სასწავლო-პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერმერებისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარები სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში ჩაატარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 500-ზე მეტმა ფერმერმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თხილის მოვლა-მოყვანის, დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად და დროულად გამოყენების საკითხებს დაეთმო.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფერმერების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტი იქნება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. 

ფაროსანას მიერ ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბების გათვალისწინებით, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთის რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

გადამზადების კურსს გაივლიან  სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს ადგილზე  ოპერატიულად მიიღონ საჭირო რეკომენდაციები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics