|
2017-10-27 19:24:31, 2198 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობა სრულიად საქართველოს ენის დღეს ულოცავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამემამულეებს და სრულიად საქართველოს. ენა - თვითგამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა და მისი მოვლა პატრონობა ყველა ჩვენთაგანის ვალია. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო რანგში აყვანილი პოლიტიკის ფარგლებში იცავს და ზრუნავს საქართველოში არსებული ნებისმიერი ენის განვითარებაზე, რითაც კაცობრიობის ინტელექტუალურ საგანძურში არც თუ ისე მოკრძალებული წვლილი შექვს. აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად აფხაზეთში სახელმწიფო ენას წარმოადგენს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილობაში დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისევევ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება აფხაზური ენა და ფუნქციონირებს კათედრაც. არაერთი მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოები ითარგმნა აფხაზურ ენაზე და ამ მიმართულებით მუშაობა ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო, არის აფხაზური ენის განვითარების და მსოფლიო ენათა ოჯახში თავისი ადგილის დამკვიდრების გარანტორი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფხაზურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს მოსახლეობას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთიან, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანაში ქართველი, აფხაზი და ყველა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იზეიმებს ჭეშმარიტ თავისუფლებას, მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)