04:22 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 19:14:20, 2142 ნახვა

მსოფლიო
ბარსელონაში დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას ზეიმობენ

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მიღების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

კატალონიის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანია გამოსული. ისინი დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას ზეიმობენ.

ცნობისთვის, კატალონიის პარლამენტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, რა დროსაც 72 დეპუტატმა დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა.

მოგვიანებით ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც ავტონომიის ჩამორთმევას გულისხმობს, აამოქმედა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics