15:15 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 11:01:12, 374 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მედიასთან უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე ჯანელიძე ჩანდა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის „მოამბის“ ეთერში გუშინ გაკეთებულ  განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს, რომლის თანახმადაც მინდია ჯანელიძეს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტირები ან ეს არ ჩანდა.

ხიდაშელის თქმით, ზოგიერთი  პოლიტიკოსი მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება, ზოგი  ნაკლებად, თუმცა,  ქვეყნის ორიენტაციასთან და კურსთან დაკავშირებით ეს არაფერზე მეტყველებს.

„მინდია ჯანელიძე არსად წასულა, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი კითხვები არ არსებობს, ის დაბრუნდა ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში, „უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში“ ხელძღვანელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე ეჭვები რომ  არსებობდეს ამ თვალსაზრისით, ეს ურთიერთობა როგორ უნდა განვითარდეს?  ერთ–ერთი პირველი შეხვედრა სწორედ მინდია ჯანელიძესთან მქონდა, სწორედ იმიტომ, რომ პირველი არანაირი მსგავსი ასეთი ეჭვებისთვის საფუძველიც კი არ არსებობს.  შესაძლოა ვიღაც მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება და ვიღაც ნაკლებად, თუ ამაშია პრობლემა, გარწმუნებთ, რომ მე მედიასთან უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე მინდია ჯანელიძე ჩანდა. მაგრამ ეს არაფერზე მეტყველებს, ორიენტაციასთან, კურსთან, თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით. უარს ვაცხადებ ამ ტიპის მსჯელობებზე, ამას შემდეგი თვეების განმავლობაშიც დაგიდასტურებთ, მაშინ, როდესაც თქვენ ნახავთ, თუ რა ინტესივობით გვექნება ჩვენ ურთიერთობა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics