21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 17:52:31, 1988 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 163-ე ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის საჯარო ბაღებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

 ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს თბილისის N163-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაღს ზაფხულის არდადეგების პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო ახალი სანიაღვრე და  საკანალიზაციო სისტემა, განახლდა და შეიღება შენობის მთელი ფასადი. 

მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის ეზოსაც, სადაც დაიგო ასფალტის საფარი, სათამაშო მოედნები მოპირკეთდა ქვაფენილით, ასევე, განახლდა ფერდის დამჭერი კედელი, რომელიც ბაღის თანამშრომლებმა დეკორატიულად მოხატეს. 
სარემონტო სამუშაოები შენობის შიგნითაც განხორციელდა - ბაღის ჯგუფებში გარემონტდა სველი წერტილები.
 საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების ღონისძიება გაიმართა და მასში მონაწილეობა მებაღეებთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც მიიღეს.

ბავშვებმა დღეს შემოდგომის ზეიმიც გამართეს - შეასრულეს მუსიკალური ნომრები და სტუმრებთან ერთად ჩურჩხელები ამოავლეს.

ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის 106 საბავშვო ბაღში ჩატარდა. 

სამუშაოები მოიცავდა როგორც შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის გზის საფარის რეაბილიტაციას.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics