|
2017-10-27 16:20:26, 2460 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: მჯერა, გამოძიება უმოკლეს ვადებში ეფექტურად ჩატარდება
შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სჯერა, გამოძიება უმოკლეს ვადებში ჩატარდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. “ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და გულწრფელად მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს, ახლობლებს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მართლაც მჯერა, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში ეფექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”,-აღნიშნა დავით სერგეენკომ. მთავარი პროკურატურამ ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. „საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)