21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 13:20:43, 1911 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს იწყებს

საქართველოს მთავრობა 4 პუნქტიანი სივრცითი განვითარების გეგმის ფარგლებში, შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს იწყებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც  6 თვეში დეტალურ პროექტებს წარმოადგენს.

„მინდა, ჩამოვთვალო გზები, რომლებიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შიდა გზები: აჩხოტი- სნო-ახალციხე- ჯუთა, წიწამური- საგურამო- ცხვარიჭამია, სადახლო-ახკერპი, საქართველო-სომხეთს შორის საზღვართან, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვართან არხილოსკალო- სამთაწყარო, წალენჯიხა- ჯვარი-ჯიხაშკარი, გუფთა-ონი, თბილისი-პანტიანი- მანგლისი და მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics