23:06 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 18:53:11, 2715 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის მეთაურმა ვადამდელი არჩევნების დანიშნა გადაწყვიტა

კატალონიის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ვადამდელი რეგიონული არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, არჩევნები 20 დეკემბერსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ თუ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გაიმარჯვებენ, პუჩდემონი მანდატს განიმტკიცებს.

გამოცემა, La Vanguardia-ს ცნობით, კარლეს პუჩდემონმა გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გადასარწმუნებლად მიიღო, რათა მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი კონტროლი არ გაავრცელოს.

კიდევ ერთი ადგილობრივი მედია წერს, რომ კატალონიამ შესაძლოა, დამოუკიდებლობა 26-27 ოქტომბერს პარლამენტის სხდომის დროს გამოაცხადოს.

ცნობისთვის, ოფიციალური მადრიდი ხვალ 155-ე მუხლის ამოქმედებაზე იმსჯელებს, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics