|
2017-10-26 16:16:40, 1629 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება. მიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიიღო, რომელზეც მხარეებმა თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო საჭიროებები განიხილეს. კახა კალაძის თქმით, ის განაგრძობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს. „მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმარტ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ - განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა. მან ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის მზაობისთვის და აღნიშნა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები იქნება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. სებასტიან ჰუსონ დე სამპინის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მწვანე ქალაქისა და „სმარტ სითის“ განვითარებაში. მისი თქმით, კახა კალაძესთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განხილულიყო საქართველოს დედაქალაქის სამომავლო განვითარების გეგმები, მათ შორის ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)