|
2017-10-26 16:14:22, 2116 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი
ევროკავშირის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% ევროგაერთიანების მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი, 3% უარყოფითად, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 4%-ს ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ამასთან, ევროკავშირის შესახებ წარმოდგენა ზოგადად დადებითია და ის მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. კითხვაზე, - „როგორ დაახასიათებდით ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, გამოკითხული მოსახლეობის 83%-მა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს. იგივე კითხვას 2016 წელს გამოკითხული მოსახლეობის 75%-მა გასცა დადებითი პასუხი. ცნობისთვის, კვლევები ACT LLC-ის და მათი ქსელური პარტნიორი კომპანიების მიერ ჩატარდა. ყოველწლიური გამოკითხვა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, 2017 წლის აპრილ-ივნისში, 6 ათასი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუს საშუალებით (ათასი თითოეულ ქვეყანაში) ჩატარდა. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)