|
2017-10-26 11:11:23, 1714 ნახვა
საზოგადოება
ფრანგები სოფლის მეურნეობაში 14 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ
საქართველოში ხორცის წარმოების და ფერმის მოწყობის საკითხებზე საფრანგეთის მსხვილფეხა საქონლის გენეტიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით მომზადდა და მისი მიზანი ფრანგული მეხორცული ჯიშების საქართველოში ადაპტირება და მსხვილი საბითუმო ქსელების ხორცით მომარაგებაა. უწყების ცნობით, ერთი წლის განმავლობაში, ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას სწავლობდნენ. კვლევის შედეგების საფუძველზე, ბაზარზე წარმოების ზრდის კუთხით სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა. ფრანგი სპეციალისტების დასკვნაში გაანალიზებულია მესაქონლეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობა და მეცხოველეობის სეგმენტის ბაზარზე პოზიციონირებასთან დაკავშირებული პერსპექტივა. დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელებაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი ფერმის მოწყობა იგეგმება, სადაც ფრანგი სპეციალისტები სწავლების კურსებს ჩაატარებენ და ადგილობრივ ფერმერებს დაავადებების კონტროლის ფრანგულ გამოცდილებას გაუზიარებენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგული მხარე სოფლის მეურნეობაში, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 400 სულიანი ორი ფერმის აშენებას გეგმავს. გარდა ამისა, მოხდება ქართული ბაზრის მომარაგება ახალი ხორცით და იმ საკვები ბაზრის განვითარება, რომელიც მესაქონლეობისათვის არის საჭირო. ქართველ ფერმერებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა გაყიდონ უფრო მეტი სიმინდი, მეტი ქერი, ხორბალი. პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებაში“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)