|
2017-10-24 16:49:19, 2348 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტულად აქტიურ ადგილებში სახელმწიფო ინვესტორებს სასტუმროს ასაშენებლად უძრავ ქონებას სთავაზობს
ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ სთავაზობს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ამჟამად გამოცხადებული აქვს მიმდინარე ელექტრონული აუქციონები ტურისტულად პოპულარულ ადგილებში, თბილისი - უზნაძის ქუჩა, ციხისძირი, ყვარელი და სურამი. შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს და დღეის მდგომარეობით საქართველოს სხვადასხვა ადგილებში - ტაბახმელა, უწერა, ამბროლაური, ციხისძირი, თბილისი უკვე 26 მილიონზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გაყიდული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)