|
2017-10-24 15:57:44, 2138 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიის კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს, ნოდირ ოტაჟონოვს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა კუთხით. აღინიშნა ის დიდი პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში. კერძოდ, უზბეკურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით უზბეკური ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მიმართულების განვითარების კუთხით. შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს და ინტენსიური გახდეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)