|
2017-10-24 09:51:44, 1966 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
23-25 ოქტომბერს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმზე, სახელწოდებით „OECD EURASIA WEEK 2017", რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე და მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაზე, რომელზეც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, იმართება ორმხრივი შეხვედრები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჯან საგინტაევთან, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნოდირ ოტაჯონოვთან, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრ დამდინსურენ დავაასურენთან, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აზიმ იბროჰიმთან, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრ მუსტაფა მასტურთან და ფორუმში მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)