|
2017-10-23 19:43:03, 2157 ნახვა
პოლიტიკა
სერ ალან დანკანი: მართალია ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ დავივიწყებთ საქართველოს
ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიხსნა. სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულთანამშრომლობას, რომისთვისაც კარგ პლატფორმას წარმოადგენს უორდროპის დიალოგი, დანკანის განცხადებით ბრიტანეთი დაინტერესებულია შემდგომშიც განავითაროს პარტნიორობა საქართველოსთან „მართალია ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ დავივიწყებთ საქართველოს" - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, რომელიც მან სტრატეგიული დიალოგის სესიის გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდგომ გააკეთა,საქართველო ბრიტანეთის გვერდით დგას ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების პროცესში, დინამიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები,განსაკურებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, რადგან გაერთიანებული სამეფო საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციებით წამყვანპოზიციებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველო დაინტერესებულია შექმნას შესაბამისი მექანიზმები ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განსავითარებლადბრექსიტის შემდგომ „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოზე, რაც საშუალებას მოგვცემს ბრექსიტის შემდგომ აქტიურად განვავითაროთორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები" - განაცხადა მინისტრმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რისი ნათელიდასტურიც არის საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში 2018-2019 წწ-ის თანამშრომლობის გეგმა, რომელსაც ხელი მოეწერებათავდაცვის მინისტრის ლონდონში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში. უორდროპის დიალოგი საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელმაც გასულ წელს სტრატეგიული ფორმატი შეიძინა. მხარეებიგანიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისიურთიერთობების მიმართულებით.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)