|
2017-10-23 16:59:42, 1986 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში ბიოტბორის მოდელი შეიქმნა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობაში, პროექტის „ადგილობრივი კობრის სელექცია და ბიოტბორის მოდელის შექმნა“ ფარგლებში, ბიოტბორის მოდელის შექმნა, ორგანული კობრის ლიფსიტების გამოზრდა, მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება და დაავადებების მიმართ გამძლე თაობების მიღება დაიწყეს. პროექტის მიზანი სამეცნიერო-კველითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის და მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით ბიოტბორების შექმნა და სანაშენე ინდივიდების შეჯვარებით ახალი, გაუმჯობესებული ჯიშების მიღებაა. სამომავლოდ,სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობის სანაშენე ლიფსიტების რეპროდუქტორად ჩამოყალიბება მოხდება. ბიომეურნეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის კი, რეკომენდაციები მომზადდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)