|
2017-10-22 11:21:58, 2014 ნახვა
საზოგადოება
ჟვანია: თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45.65% შეადგინა
„არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა, რაზეც ცხადია საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“,-ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში შევიდა. “21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2 258 წევრის და 64 მერის ასარჩევად. ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით 45.65 % შეადგინა, რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 ათას 612 ქალმა და 780 ათას 911-მა კაცმა. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა, რაზეც ცხადია საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება.რაც მთავარია ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ საკუთარი ნების გამოხატვა. საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)