06:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 20:37:34, 1811 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი: ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა

 „ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა“,-ასე გამოეხმაურა  ეგზითპოლების შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი  ზაალ უდუმაშვილი. 

უდუმაშვილის თქმით, ის რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესი ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ჩვენ დილიდან ვუყურებდით როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა მოსახლეობაზე, როგორ მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. აკონტროლებდნენ ყველაფერს ვინ შემოდიოდა და ვის აძლევდნენ ხმას.ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ, რომ ისინი არ მოსულიყვნენ არჩევნებზე. იმ ინფორმაციასაც ვფლობთ რომ კახი კალაძე ზუსტად აპირებდა გარკვეული პროცენტის დაწერას  და ამისთვის იბრძოდა ზუსტად. მივიღეთ შედეგი, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა  ქართველი ხალხის წინააღმდეგ და თბილისელების წინააღმდეგ. ჩვენ ბუნებივია დაველოდებით ცესკოს შედეგებს, ბუნებრივია იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ეგზითპოლების შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა არის 6 საათის მონაცემები  და მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხმები“,-განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics