|
2017-10-21 19:55:52, 2530 ნახვა
საზოგადოება
კენჭისყრის პროცესი დასრულდა
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნებზე, სადაც რიგი იყო, ამომრჩევლებს კანონის შესაბამისად მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. უბნების დახურვის შემდეგ, ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი. საღამოს 8:00 საათამდე აკრძალული იყო არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. ეგზიტპოლის პირველად მონაცემებს "რუსთავი2" და "იმედი" რამდენიმე წუთში გაასაჯაროვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)