|
2017-10-21 18:44:10, 2039 ნახვა
საზოგადოება
პარტიების ძალთა რადიკალურმა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო (NS)
სააგენტო "პირველის" ეთერში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. პოლიტიკოსის განცხადებით, პარტიებს შორის ძალთა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო. „სპორტულ შეჯიბრებაში მეტოქეები შესაძლებლობით, თუ თანასწორნი არიან მაშინ ბრძოლას აქვს აზრი და არჩევნების შემთხვევაშიც დღეს ასეა. მეტოქეებს შორის იმდენად დიდია სხვაობა, რომ ამან აზარტი მოაკლო პროცესს. არჩევნებს აზარტი სჭირდება. დღევანდელი ოპოზიცია შთაბეჭდილებას ვერ ახდენს ამომრჩეველზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პარტიული კრიზისი გვაქვს. პარტიების დაფინანსებაში სხვაობა ლოგიკურია. როდესაც პარტიები წამოიწევიან და მოსახლეობის ნდობა თანაბრად გადანაწილდება ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებზე, შემდეგ თუ მოხდა ასეთი მაღალი სხვაობა დაფინანსებაში მერე ალბათ, უფრო სერიოზული რეაქციის საფუძველი გვექნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. საყვარელიძის განცხადებით, პარტიების წინა საარჩევნოდ გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ მათი რეიტინგები დაეცა. დისკუსიები "თავისუფალი პლატფორმის" ინიციატივით დ აორგანზიბეით იმართება. „თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმოამდგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს "პირველში" გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)