06:26 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 18:18:13, 1994 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე: ძნელია დააფიქსირო, როდესაც ადამიანს ჯიბეში ჩუმად ფულს უდებენ

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსყიდვების ფაქტები ფიქსირდება.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, განსაკუთრებულად ზეწოლა სოციალურად დაუცველებზე ხორციელდება.

"მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა არ ყოფილა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი დასაფიქსირებელი, თუმცა ჩვენი აქტივისტები, მაქიმალურად ცდილობენ, რომ დარღვევები დააფიქსირონ. გვაქვს არაერთი ოქმი, სადაც არის დარღვევა დაფიქსირებული. ძნელია დააფიქსირო, როდესაც ადამიანს ჩუმად ჯიბეში ფულს უდებენ. უპრეცენდენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც კადრულობს, რომ ადამიანებს, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან შიშით მიაცემინოს ხმა, დაემუქროს, რომ მათ წაართმევენ ელემენტარულს, რაც მათ სიცოცხლის საშუალებას აძლევს", - განაცხადა ბურჯანაძემ და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.   





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics