|
2017-10-21 17:38:17, 1950 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: „ოცნებას“ ხალხი არჩევნებზე ძალით მოჰყავს, რადგან იციან, რომ აგებენ
"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მმართველ გუნდს "ხალხი არჩევნებზე ძალით მიჰყავს". როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ დღეს ძლიერი არ არის. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. "ხალხი არჩევნებზე პირადპირ ძალით მოჰყავთ. სწორედ იმიტომ, რომ მათ ესმით, ისინი აგებენ ამ არჩევნებს და ეს ერთადერთზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" არ არის დღეს ძლიერი. იმისთვის, რომ საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რომ თბილისში "ქართულმა ოცნებამ" აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე, რომელიც უთხრა თბილისის მოსახლეობას, მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, ყველა ოპოზიციურ ამომრჩეველს არ დაიზაროთ, მობრძანდით საარჩევნო უბნებზე, გამოხატეთ თქვენი ნება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი შანსი, რომ მივცეთ განვითარება ამ ქალაქს. ეს არის ჩვენი შანსი, რომ დემოკრატიულად შევცვალოთ ხელისუფლება, დემოკრატიულად შევცვალოთ "ქართული ოცნება" თბილისში და ეს არის ჩვენი შანსი, რომ მთლიანად ქვეყანაში მოვიტანოთ პოზიტიური ცვლილებები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)