21:58 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 16:20:33, 2460 ნახვა

მსოფლიო
ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიას ავტონომიის სტატუსი ჩამოართვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის განცხადებით, ოფიციალურმა მადრიდმა კატალონიის ავტონომიურ მთავრობას უფლებამოსილება ჩამოართვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც რახოიმ აღნიშნა, ესპანეთი კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც რეგიონის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობს.

„ესპანეთის მთავრობა იძულებულია კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, ვინაიდან არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ შეეგუება იმას, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე კანონი ირღვეოდეს“, - განაცხადა რახოიმ.

ამასთან, რახოის თქმით, კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის ფარგლებში რეგიონის მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს. მათ უფლებამოსილებებს ცენტრალური ხელისუფლება შეასრულებს.

ცნობისთვის, დღეს ესპანეთს ხელისუფლებამ საგანგებო სხდმა გამართა, სადაც კატალონიის საკითხზე და 155-ე მუხლის ამოქმედებაზე იმსჯელეს.

მანამდე, კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ თუ ოფიციალური მადრიდი ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიური რეგიონის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს, ბარსელონა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics