|
2017-10-21 16:17:09, 2022 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება პრევენციის მიზნით მოხდა. ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მარნეულში სხვადასხვა დარღვევების და დაპირისპირების შესახებ საუბრობენ. „ევროპული საქართველოს“ წევრების მტკიცებით, მარნეულში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ცნობით, ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს აგიტაციის განხორციელებაში შეეწინააღმდეგა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულსა და რუსთავში ფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)