|
2017-10-21 15:47:23, 1761 ნახვა
საზოგადოება
ცნობილი ექსპერტები სააგენტო „პირველში“ არჩევნების შესახებ დისკუსიებს მართავენ
„თავისუფალი პლატფორმის“ ინიციატივით, არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სააგენტო „პირველში“ ცნობილი ექსპერტების და პოლიტოლოგების მონაწილეობით პირდაპირ ეთერში დისკუსიები იმართება. საექსპერტო პანელის ფორმატში დისკუსიები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და ინტერვიუერი ექსპერტები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ. დაგეგმილ დისკუსიებში პოლიტოლოგები მონაცვლეობით ინტერვიუერებიც იქნებიან და რესპოდენტებიც. „პირველის“ ოფისში 16:00 საათზე დისკუსიას ვაკა გორგილაძე და შალვა ადვაძე გახსნიან. ინტერვიუერის რანგში დისკუსიის მოდერატორობას ვახტანგ მაისაია განაგრძობს. 17:00 საათზე კი საარჩევნო პროცესების ანალიზში, დემურ გიორხელიძე ჩაერთვება. 18:00 საათზე არჩევნების მიმდინარეობას ნიკა ჩიტაძე შეაფასებს. საარჩევნო უბნების დაკეტვამდე ნახევარი საათით ადრე დისკუსიას ხათუნა ლაზაგიძე წარუძღვება. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი საარჩევნო დღის შედეგებს 20:30 საათზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე შეაფასებს. 21:00 საათზე საკუთარ მოსაზრებას ნანა დევდარიანი დააფიქსირებს. 21:00 საათზე მომდევნო ინტერვიუერი ზურაბ კუკულიძე იქნება. 22:00 საათზე შემაჯამებელ დისკუსიას მამუკა არეშიძე წარუძღვება. „თავისუფალ პლატფორმაში“ რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამომრჩეველს არჩევნების მიმდინარეობის შუალედურ ანგარიშებს „პირველში“ გამართული ბრიფინგების საშუალებით აწვდიან. „თავისუფალ პლატფორმაში“ გაწევრიანებული ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მიმდინარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)