|
2017-10-21 11:56:08, 1851 ნახვა
საზოგადოება
ცესკო: დაკვირვების უფლების მქონე პირებს ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება არ ეკრძალებათ
ცენტრალური საარჩევნო კომისია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მხრიდან მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების რეგისტრატორთან გადამოწმება ხდება. ცესკო განმარტავს, რომ დამკვირვებლებს და სუბიექტის წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. უფრო მეტიც, ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, არ შეზღუდოს დამკვირვებლების უფლების მქონე პირების კანონიერად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება: „ცესკოს საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორთან. კონკრეტულად კი სიაში მონაცემების შემოწმება და დაფიქსირება. აღვნიშნავთ, რომ დამკვირვებლებს და სუბიექტის წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას დ არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, არ შეზღუდოს დამკვირვებლის უფლების მქონე პირების კანონიერად მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ. ამის მიუხედავად, ცესკო მიმართავს უბანში მყოფ დამკვირვებლებს, ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელის შეშლის გარეშე და არ გასცდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)