|
2017-10-21 11:35:31, 1821 ნახვა
საზოგადოება
ISFED: საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში 20 შენიშვნაა დაფიქსირებული
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში 20 შენიშვნაა დაფიქსირებული. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. "სამართლიანი არჩევნები უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. ამასთან, ორგანიზაციის 99.7% დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.3% იყო მზად. საარჩევნო უბნების 99.7%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა. საარჩევნო უბნების 2.7%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა" ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა, მარკირების პროცედურის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)