|
2017-10-20 18:41:34, 1926 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს დაესწრებიან
20-21 ოქტომბერს, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაესწრებიან. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და GIZ-ის ორგანიზებით იმართება. პროგრამის ფარგლებში, ქართველი მეწარმეები ტრენინგებს გერმანიაში დაესწრნენ, სადაც შეხვედრები დაგეგმეს მათთვის საინტერესო კომპანიებთან და გერმანელი მეწარმეების გამოცდილება გაიზიარეს. შემაჯამებელი სემინარი, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ ფარგლებში, ყოველწლიურად ეწყობა, სადაც კურსდამთავრებულები ისმენენ სპეციალურად მოწვეული გერმანელი სტუმრების გამოსვლებს და განიხილავენ იმ გამოწვევებს, რასაც ქართული კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კიდევ იგეგმება პროექტის „Fit for Partnership with Germany“ განხორციელება, რომლის უმთავრეს მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)