|
2017-10-20 18:28:29, 1640 ნახვა
საზოგადოება
PIA-ს ოფისში არასამთავრობოები არჩევნების შედეგების პროგნოზირებას „klaster poll”-ის ტექნოლოგიით განახორციელებენ
დღეს 19.00 საათზე, სააგენტო „პია“-ს ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი „თავისუფალი პლატფორმა“, აანონსებს 21 ოქტომბრისთვის მომზადებულ დღის წესრიგს. “ალიანსი თავისუფალი პლატფორმა“ და მათში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები (ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი IDMC, „ვაკვირდები“, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი ICDI) მთელი დღის განმავლობაში, უბნებზე არსებული დამკვირვებლების საშუალებით, დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და განახორციელებენ პარალელურ დათვლას „klaster poll”-ის ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს თბილისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, გორის, თელავის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მერების და საკრებულოების არჩევნების შედეგების პროგნოზირებას. სულ “Klaster –poll”-ის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს 600-მდე დამკვირვებელი. შედეგები ცნობილი გახდება სხვა პარალელური დათვლების შედეგების გამოქვეყნებამდე. არასამთავრობოების ბრიფინგების და ადგილებიდან რეპორტაჟების უზრუნველყოფა ხდება სააგენტოს PIA-ს და ვებ პორტალი „PosTV”- ის მეშვეობით. უზრუნველყოფილი იქნება LIVE ტრანსლაცია, რომელიც გააშუქებს არა მხოლოდ ალიანსი „თავისუფალი პლატფორმის“ სპიკერის ბრიფინგებს, არამედ უზრუნველყოფს ალიანსში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და პოლიტიკური ექსპერტების შეფასებების და კომენტარების ტრანსლირებას. Klaster pollis თექნოლოგიის მეშვეობით, უზრუნველყოფილი იქნება მეტად სანდო შედეგი ვიდრე Exit-poll -ის საშუალებით მიღებული შედეგებ. ამასთან ერთად, Klaster pollis შერჩევა ითვალისწინებს გენერალურ შერჩევაში არსებული საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობიდან 10%-იან შემთხვევით შერჩევას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტად ოპერატიულ დამუშავებას და შესაბამისად საბოლოო შედეგების უფრო სწრაფ გამოქვეყნებას ვიდრე ამას სხვა პარალელური დათვლის ტექნოლოგიით მოსარგებლე ორგანიზაციები ახდენენ. Klaster-pollis მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას ახდენს ანალიტიკური ჯგუფი ტერრა -მედია და მისი ანალიტიკოსი, შალვა ალავიძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)