03:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 16:04:56, 2118 ნახვა

პოლიტიკა
დავით უთმელიძემ ახალი მეტროსადგური და გოძიაშვილის ბაღი მოინახულა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ ახლადგახსნილი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ მოინახულა.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეტროსადგური  საბურთალოს მცხოვრებთათვის, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე აღინიშნება ტრანსპორტის დიდი ნაკადი. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ შეუფერხებლად და დროულად მივიდნენ უნივერსიტეტამდე. ამ სადგურის მშენებლობა წლების მანძილზე შეჩერებული იყო, 2015 წლიდან კი დაიწყო მისი აღდგენითი სამუშაოები და დღეს გვაქვს  უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვე მეტროსადგური, რომელიც დღეში, დამატებით, 15 000 ადამიანს მოემსახურება“, - განაცხადა უთმელიძემ.

მეტროსადგურის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა ე.წ.  “წითელი ბაღი“ მოინახულა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„სულ მალე საბურთალოს ექნება უმაღლესი სტანდარტების, კეთილმოწყობილი პარკი, რომელიც აღჭურვილი იქნება მედიათეკებით და  თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დავით უთმელიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics