|
2017-10-20 15:45:21, 1823 ნახვა
საზოგადოება
მთავარ პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს. კონკურსში მონაწილე ჯგუფები „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეარჩია. მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორები შეხვდებიან და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს გააცნობენ. ასევე დეტალურად იქნება განხილული შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. პროექტის მეორე ეტაპზე, პროექტში მონაწილე 16 ჯგუფს პროკურორები ინდივიდუალურად შეხვდებიან და მოსწავლეებს პრაქტიკული კაზუსის მომზადებაში დაეხმარებიან. მესამე ეტაპზე კი 8 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება და ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე თითოეულ პროცესზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, ხოლო პროექტის გამარჯვებულ გუნდს და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს - ჟიური გამოავლენს. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)