21:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 14:49:23, 1909 ნახვა

საზოგადოება
ევროზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის პირობები გამკაცრდება

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ევროზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის პირობები გამკაცრდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა გუშინ მიიღო.

LIBE-ს სხდომაზე პირობების გამკაცრებას მხარი 51 დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი, წინააღმდეგი იყო.

მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროზონაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, ელექტრონული სისტემის მეშვეობით სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ.

მესამე ქვეყნის მოქალაქე სპეციალურ საიტზე აპლიკაციას შეავსებს, სადაც უნდა ჰქონდეს მითითებული პერსონალური ინფორმაცია, სამგზავრო დოკუმენტების ნუსხა, განათლებისა და საქმიანობის ცნობა. გარდა ამისა, აპლიკაციის შევსების დროს მოქალაქემ უნდ გასცეს ინფორმაცია ნასამართლეობის ან საომარ ზონაში ყოფნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შევსებულ კითხვარს და მონაცემებს ევროპოლი და ინტერპოლი შეამოწმებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics