|
2017-10-20 14:41:48, 1703 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
„საქართველო - სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მე-2 ფორუმის“ ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიიციის მინისტრს დავით არუთინიანს უმასპინძლა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხებს სომხეთ - საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება და საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე კახა კახიშვილმა საქართველო - სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და მჭიდრო მეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისთვის. მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კახა კახიშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საუბარი შეეხო პენიტენციური ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც. როგორც სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები. „ჩვენი მთავარი მიზანი იმ გამოცდილების გაზიარებაა, რასაც საქართველომ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება აქვს. სომხეთი ახლა გეგმავს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას და საქართველოს გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“- აღნიშნა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა დავით არუთინიანმა. სტუმარებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერეს. „საქართველო - სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი“ რიგით მეორეა და ის 2015 წელს ერევანში ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)