|
2017-10-20 12:14:29, 1746 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია გააცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა სამ ძირითადად მიმართულებებს მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია და ინფორმირებულობის გაზრდა; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. „ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა. აზიური ფაროსანა, რომელიც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID/REAP;USAID/ZRDA), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD), მსოფლიო ბანკის (WB), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)