|
2017-10-19 16:34:58, 1926 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში 800 სპორტსმენს სპორტული ფორმების კომპლექტები გადაეცა
დღეს აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს სპორტული ფორმები გადაეცათ. ბათუმის რაგბის მოედანზე 34 სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენშეკრებილნი. მათ სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა სპორტულიტურიზმის განვითარებასთან ერთად აჭარის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. „მიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით დღეს 800-მდე ადამიანის სპორტულიეკიპირება მოხდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებიც, რაც ხელს უწყობს სპორტსმენთაპირობების გაუმჯობესებას" -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. რაგბის მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოსგანათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა. სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთანერთად ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა დასპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ესწრებოდნენ. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისორგანიზებით გაიმართა. 800 ცალი სპორტული ფორმის კომპლექტის შესაძენად დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. მომდევნო წლის, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2 670 460 ლარს შეადგენს, რომელიცმთელი წლის განმავლობაში ფედერაციების და სპორტსმენების დაფინანსებასა და მხარდაჭერას, სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ღონისძიებებისჩატარებას მოხმარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)