|
2017-10-19 11:07:37, 1908 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვიერიკაშვილი სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას მიმართავს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ. „მინდა, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ძალებს და მთლიანად საზოგადოებას, ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც წარსულში ერქვა გაყალბებული ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ , რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი საქართველოსა და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე”,-განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)