21:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 11:02:36, 1821 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი  უპრეცედენტოდ მშვიდი იყო და ყველა საარჩევნო სუბიექტს თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც თავისუფალი,  დემოკრატიული და  კონკურენტული არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია:

„რამდენიმე დღეში საქართველოში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები თვითმმართველობის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმას მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი, დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics