|
2017-10-18 14:45:13, 2298 ნახვა
კომენტარი
თამარ ჟვანია: წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. როგორც ჟვანიამ განმარტა, პრობლემები ძირითადად, სოციალური ქსელებით აგიტაციის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს ეხება. „ძალადობრივი ფაქტები, რაღაც განსაკუთრებული დარღვევები, თუნდაც ის ფაქტი, რაც ზოგადად საჩივრების რაოდენობას უკავშირდება, მცირდება და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ძალიან მშვიდია გარემო, თუმცა, არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ძირითადად, უკავშირდება სოციალური ქსელებით აგიტაციის საკითხებს, ამავდროულად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა რეაგირება და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით მომავალში კიდევ მეტად გვჭირდება გაუმჯობესება”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებს 30-მდე უცხოური მისიის წარმომადგენელი და 71 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)