|
2017-10-17 17:17:58, 1394 ნახვა
სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაია თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ აკარ ჰულუსს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტების განხორციელების პროცესში თურქული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თურქეთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ყურადღება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს და ამ კუთხით, სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი საქართველოში ვიზიტით საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გენერალური შტაბის უფროსების შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)