|
2017-10-17 16:52:27, 2015 ნახვა
საზოგადოება
საკაბელო ოპერატორებმა 6 ქართული არხი გათიშეს
საკაბელო ოპერატორებმა დღის 12:00 საათიდან „რუსთავი 2"-ს, "იმედს", "მაესტროს", "GDS"-ს, "მარაოს" და "კომედი არხს" მაუწყებლობა გაუთიშეს. მიზეზად თანხა დასახელდა, რომელსაც ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში, კომპანია "მედია რაითს ჯორჯია" ითხოვდა. „საკაბელო ოპერატორებმა ამოწურეს მოლაპარაკების წარმოების ყველანაირი შესაძლებლობა, ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპროტესტოდ დღეს ყველა გათიშოს მითითებული 6 არხი. ეს არის საპროტესტო გათიშვა. პროტესტის უფლება ყველას აქვს, ეს არის კანონით გათვალისწინებული, ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს ოპერატორებს. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ ყველამ იცოდეს, რა შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა. „ნიუკომის“ წარმომადგენლის ზაზა აგლაძე თქმით, არჩევნების გამო შეიძლება, არხების გათიშვა დიდხანს არ გაგრძელდეს. „ჩვენ ტრანზიტორები ვართ, მაყურებლამდე მიგვაქვს ინფორმაცია. აქეთ გადაგვიხადეთ ფული, რატომ არ გვიხდით? ჩვენ ხომ ამაში თანხები გვაქვს გვაქვს დახარჯული. ჩვენ ალბათ გავუწევთ ანგარიშს იმას, რომ არის არჩევნები, შემდეგ ვიღაცამ რომ არ დაიხვიოს ხელზე და ჩვენ წინასწარ ვიცით ვინც დაიხვევს. გამომდინარე აქედან, შეიძლება ეს არ გაგრძელდეს დიდი ხნით“, - განაცხადა ზაზა აგლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)