|
2017-10-17 16:16:46, 1689 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ბიზნესსექტორს: ჩვენი ხელშეწყობით, თქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები
„ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ქვეყანაში და რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის, დედაქალაქშიც, არის სამუშაო ადგილები, ადამიანების დასაქმება. სწორედ თქვენ უნდა შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები, თქვენ უნდა დაასაქმოთ ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით და ხელშეწყობით“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბიზნესსექტორთან შეხვედრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ის მზად არის შესაბამისი გარემო და პირობები შექმნას ქალაქში იმისთვის, რომ მეტი დასაქმებული ადამიანი ჰყავდეს ქვეყანას. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ბიზნეს სექტორს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ პოლიტიკაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნეს სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ქვეყნის და ქალაქის აღმშენებლობაში, შესაბამისად, პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის თქვენი თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბიზნესმენებთან კახა კალაძემ. თბილისში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კახა კალაძის გუნდის წევრმა, იურისტმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო. მისი თქმით, გუნდი გეგმავს ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებულად განვითარებას, ქალაქის რაიონების თანაბარი განვითარების ხელშეწყობას და ტურისტული ნაკადების გაზრდა. „ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს ისტორიული უბნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ეს არის 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 4-წლიანი პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად ჩვენ აუცილებლად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და რაც მთავარია, გავზრდით მოსახლეობის შემოსავალს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, კახა კალაძის გუნდმა ენერგეტიკის სექტორში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და კერძო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობა შეძლო, რამაც გუნდს ღირებული გამოცდილება დაუგროვა. „ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, რომ შევიმუშავოთ ეკონომიკურად გამართული და ორმხრივად ხელსაყრელი მოდელები. არასდროს ვჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან იმ მიზნით, რომ ბიზნესს რაც შეიძლება მეტი ვალდებულება ავკიდოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ საზოგადოებისა და ბიზნესისთვის ორმხრივად ხელსაყრელი მოდელი და შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის წარმატებითგანხორციელებას. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი მიდგომით შევძლებთ მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. ბიზნესმენებთან თბილისის მერობის კანდიდატის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)