|
2017-10-17 14:15:09, 1860 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. „ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება იმ საკითხს, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, თუმცა, მისი შეფასებით, თამარ ქალდანი კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა. „ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში. უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები და სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში პარლამენტი აირჩევს სახალხო დამცველს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)