20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 16:46:23, 1807 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ანგარიში წარადგინა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014-2017 წლების გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

გამგებლის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები  142 მისამართზე  ჩატარდა. 
მისივე თქმით, აღნიშნულ სამუშაოებზე 11 903 193.13 ლარი დაიხარჯა და სოციალური მომსახურება 41 428 მოქალაქემ მიიღო. 
"საბურთალოს რაიონში მოეწყო 53  სკვერი და  50 სპორტული მოედანი.  თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაო 1235 მისამართზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 10 736 113.48 ლარი დაიხარჯა",-აღნიშნა გამგებელმა. 
ბექა მიქაუტაძემ გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობასა და მის საქმიანობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ჩართულობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციაზე და პროექტზე „მართე შენი ქალაქი“ ისაუბრა. 
გამგებელი ასევე საბურთალოს  რაიონის გაზიფიცირების საკითხსაც შეეხო. 
 მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში გაზიფიცირების ცენტრალური ქსელის მოწყობის პრობლება საბურთალოს რაიონში მთლიანად მოგვარდა. 
გამგებელმა მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების თაობაზეც ისაუბრა.  

მისი განცხადებით, პროექტის  ფარგლებში საბურთალოს რაიონში 8 სკვერი მოეწყო, ასევე ბუკიას ბაღში ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი ახალი სკამი დამონტაჟდა.

ბექა მიქაუტაძე 13 ივნისის სტიქიის  შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან    4 022 049 ლარი დაიხარჯა. 

როგორც  საბურთალოს რაიონის გამგებელმა აღნიშნა, რაიონში არაერთი მნიშველოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებიც  გაიმართა.
ანგარიშის წარდგენას  თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.


(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics