|
2017-10-16 15:27:22, 783 ნახვა
რეგიონი
სამინისტრომ ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით მიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დასავლეთ საქართველოში, ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით მიმართავს. სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოსა და გურიაში სოფლის რწმუნებულებს პრეპარატები უკვე გადასცეს, საიდანაც ყველა ფერმერისათვის წამლის მიწოდების უზრუნველყოფა ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ციტრუსის შეწამვლისკენ მოუწოდებს, რათა მოსავლის აღებამდე აუცილებელი 20 დღიანი ვადა დაცული იყოს. „დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსიც იმყოფება, რომელიც სამეგრელოსა და გურიაში ციტრუსის მწარმოებლებს პირადად ხვდება და ადგილზე აწვდის შეწამვლასთან დაკავშირებულ აუცილებელ რეკომენდაციებს. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით. პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტია 10-14 დღე. მნიშვნელოვანია, ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე - ციტრუსოვან კულტურებზე, 30 - დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 - დღე მარცვლეულზე, 15 დღე -ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა. პესტიციდების გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების წესების დაცვა. პრეპარატების გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 230 ათას ოჯახს პრეპარატები გადაეცემა. მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული. ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი), მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონი -116 000; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)