07:32 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 13:38:27, 2280 ნახვა

ეკონომიკა
მარნეულში ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას ფილიალი“ - „გორგია ექსპრესი“ გაიხსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "გორგიამ" მარნეულში რიგით მე-7 ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია მარნეულში, რუსთაველის 74-ში 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართა.

ღონისძიება ჰიპერმარკეტ "გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, მარნეულის გუბერნატორმა და გორგიას დამფუძნებელმა გახსნეს. 2500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა საქართველოში ყველა დაბალ ფასად შეეძლება.

ჰიპერმარკეტის გახსნა მარნეულში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე და ახალი კონცეფციის შექმნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” ფილიალები უკვე წარმოდგენილია შემდეგ ქალაქებში:

თბილისი (წერეთლის 140) თბილისი (გლდანი, ვეკუას 14) თელავი (ალაზნის 78) ქუთაისი (ჭავჭავაძის 8/4) ზუგდიდი (რუხი-მოლი) ბათუმი (სოხუმის 10).

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics