|
2017-10-16 12:43:57, 1918 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმები უკეთესი ბიუჯეტირებისკენაა მიმართული
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს ვიტორ გასპარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეება, საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და გამჭვირვალობა განიხილეს. აღნიშნული დეპარტამენტი საქართველოს, კერძოდ კი ფინანსთა სამინისტროს, უწევს ტექნიკურ დახმარებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც ტექნიკური დახმარება უფრო ინტენსიური იქნება. აღინიშნა, რომ საქართველომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო პოლიტიკა, ფისკალური რისკების მართვა, ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავება, ფისკალური წესები და ფისკალური გამჭვირვალობა და სხვა, საბოლოო ჯამში, მიმართულია უკეთესი ბიუჯეტირებისაკენ, რათა რისკებმა, რაც შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ქვეყნის ბიუჯეტზე. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)